LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბორჯომმა” ახალგაზრდებისთვის ახალი პროდუქტი შექმნა

124

კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ წარმოებულ მინერალური წყლის ბრენდს „ბორჯომი“ ახალი შეფუთვა დაემატა – ალუმინის 0.33 ლიტრიანი ქილა. სიახლე, სავაჭრო ქსელში უკვე დღეიდან გამოჩდა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი, თანამედროვე და შეიძლება ითქვას, საქართველოს ბაზრისთვის მინერალური წყლის ინოვაციური შეფუთვის მთავარი ხიბლი, მის მოსახერხებელ ფორმაში და დახვეწილ დიზაინშია.

”ბრენდი, ამ შეფუთვით გადის ახალ მიზნობრივ აუდიტორიაზე, ახალგაზრდებზე:  წარმატებულები, აქტიურები, დინამიურები, მათ ვისაც უყვართ სიახლეები და არ გაურბიან გამოწვევებს; ასევე, უფრო მრავალფეროვანი ხდება „ბორჯომის“ მოხმარების სიტუაციებიც- კლუბები, ღონისძიებები, ადგილები სადაც უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია მინის შეფუთვები. ალუმინის ქილა გაცილებით სწრაფად ცივდება, ვიდრე ბოთლი, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას, მოსახერხებელია აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის. მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომი“ ალუმინის ქილის საბაზრო ფასი – 0.90 თეთრი იქნება”, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჩვენი სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა. ამის ერთ  – ერთი მაგალითი სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის მოლოდინებს და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა ახალგაზრდა თაობაზე გათვლილი პროდუქტი. ეს ინოვაცია,მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მივწვდეთ და ამით, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე. ჩვენ ასევე, ვცდილობთ წარმოებაში დავნერგოთ ახალი ტრენდები, იმისათვის რათა საწარმოო პროცესიც და ჩვენს მიერ წარმოებული ბრენდებიც სრულად პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებსა და მსოფლიოში დამკვიდრებულ უმკაცრეს სტანდარტებს“ – აცხადებს კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი, ზაზა კიკვაძე. 

მისივე ინფორმაციით, ახალი შეფუთვის წარმოების მიზნით ბორჯომის N1 ქარხანაში დამონტაჟდა იტალიური კომპანიის CFT-ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური ჩამომსხმელი ხაზი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაცია 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე დანერგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g