LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში 14 წლის გოგოები გაუჩინარდნენ

794
patruli-770x578

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ. მოსწავლეები დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგოები დღეს სკოლაში არ მისულან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბორჯომიTV“ ავრცელებს.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  გაუჩინარებული გოგონების ტელეფონები ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მშობლები და სკოლის დირექტორი.

„პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები“,- განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები