LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში რეზერვისტები ჩაერთნენ

61
Untitled design (4)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.

„ხანძრის მეტ გავრცელებას არ ველოდებით, ყველა შესაძლო საშუალება მაქსიმალურად მობილიზებულია“ – დავითაშვილი

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის არის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება:

„რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის არის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება.

102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი.

ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაც არის აღჭურვილი“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ვითარებაა ბორჯომში – „კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო, ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები