LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანძრის მეტ გავრცელებას არ ველოდებით, ყველა შესაძლო საშუალება მაქსიმალურად მობილიზებულია“ – დავითაშვილი

60
Untitled design (1)

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის მეტად გავრცელებას არ ელოდებიან, რადგან ყველა შესაძლო საშუალება მაქსიმალურად მობილიზებულია.

რა ვითარებაა ბორჯომში – „კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო, ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს“

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ხანძრისგან მიყენებულ ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია:

„ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს ყველაზე აქტუალური ხანძრებია. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

ჯერ ნაადრევია, ზარალზე ვისაუბროთ. ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდებით, რადგან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რომ ხანძარი დროულად მოექცეს კონტროლქვეშ და მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ ჩაქრობა.

მყისიერად იქნა რამდენიმე უწყების ძალების მობილიზება, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, სატყეოს, რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა და ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან არის დახმარება. მეზობლებმა დახმარების მზადყოფნა მყისიერად გამოაცხადეს და მინდა მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება და რა იყო მიზეზები – მიზეზს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა აქ გასაკვირი ძალიან რთულია რამე იყოს, ეს არის მაღალი ტემპერატურა, ზაფხულის სეზონი. ყველაზე სარისკო პერიოდები აგვისტოს ბოლო პერიოდია. წინა ხანძრები, როდესაც ქვეყანაში ხანძრების სეზონი გვქონდა, ამ პერიოდში იყო.

გადავხედოთ მთელ ევროპას, იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემებია. პორტუგალიამ დაცული ტერიტორიების 10% ერთ თვეში დაკარგა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები