ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევში, 58 წლის ქალი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ქალი გორის მე-3 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მის ცხედარს სპეციალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
“ფორტუნას” ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნეს შსს-ში.
სკოლის დირექორის თქმით, ექსკურსიაზე მხოლოდ მასწავლებლები იმყოფებოდნენ.