LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BOSS BOTTLED – ჰუგო ბოსის ლეგენდარული არომატი და მისი ახალი სახე

549

2017 წლის შემოდგომაზე HUGO BOSS-მა BOSS BOTTLED-ის ახალი სახე წარადგინა. ეს გახლავთ  ჰოლივუდის  წარმატებული  მსახიობი  – კრის ჰემსვორთი.  ფართო  საზოგადოება მას შემდეგი ფილმებიდან  იცნობს: ”რბოლა”  (Rush),  ”ფიფქია” და მონადირე”  (Snow  white  and  the  huntsman), ”შურისმაძიებლები”  (The  Avengers),  თუმცა  მისი  ერთ-ერთი  ყველაზე  ცნობილი  როლია “თორი”  (Thor),  რომელმაც  მას  მსოფლიო  აღიარება  მოუტანა.

BOSS BOTTLED-ის ახალი სახის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოში პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ შესაბამისი პრეზენტაცია გამართა. 

როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა,  კრის  ჰემსვორთი ნათელი მაგალითია ჩვენი დროის  წარმატებული მამაკაცის, რომელიც საკუთარი ღირებულებების და ფასეულობების დაცვით, მამაკაცურობის სხვადასხვა ასპექტის დემონსტრირებას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

”ახალი  სახის  წარდგენით HUGO BOSS-მა MAN OF TODAY-ის  კამპანიის ახალი  ეტაპი  წამოიწყო.  BOSS  BOTTLED–ის  არომატი კვლავაც რჩება თანამედროვე მამაკაცის შთაგონების  წყაროდ, რომელმაც  საკუთარი ქმედებებით  და  ღირებულებებით  უნდა  წარადგინოს  საკუთარი  თავი.  BOSS–ის  MAN  OF  TODAY,  ანუ  ჩვენი დროის მამაკაცი ძალიან მრავალფეროვანია.  იგი მგზნებარეა და რეალურად  აფასებს მოვლენებს, ამასთანავე,  წარმატებული  და საკუთარი პრინციპების  ერთგულია. ის წარმატებას  აფასებს  არა მატერიალური თვალსაზრისით,  არამედ იმგანვლილი  გზით, რამაც  წარმატება მოუტანა.  ჩვენი დროის  მამაკაცის  სწრაფვა  წარმატებისკენ  ყოველთვის  ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომლის დემონსტრირებასაც ის ყოველდღიურად  ახდენს ცხოვრებაში”, – აცხადებს ნოდია.      

 

მისივე ინფორმაციით, MAN OF  TODAY  ანუ  ჩვენი დროის  მამაკაცი მუდამ  ძიებაშია  და  თავისი   სიტყვის  ერთგულია.  პატიოსნება, გულწრფელობა,  სანდოობა,  თანაგრძნობის  უნარი  და  საზოგადოების წინაშე  ვალდებულება,  მხოლოდ  ნაწილია  იმ  თვისებებისა,  რომლებიც მას ახასიათებს. ამგვარად, Boss Bottled-ის არომატი რჩება იმ იდეალების ერთგული, რაც უნდა ახასიათებდეს წარმატებულ მამაკაცს თანამედროვე სამყაროში. ეს არის ჩვენი დროის მამაკაცის არომატი.

”არომატი  ისეთივე თანამედროვეა და  ისევე  შეესაბამება დროს, როგორც მისი  წარდგენის  პირველივე  დღეებში.  Boss  Bottled–მა  ნამდვილად გაუძლო  დროის  გამოცდას  და  ის  ახლაც  თანამედროვე  მამაკაცის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია.   არსებობს  Boss  Bottled-ის  განსხვავებული  ვერისები,  როგორიცაა  Boss Bottled Night, Boss Bottled Unlimited, Boss Bottled Oud. თუმცა ამ სუნამოს ორი  მთავარი  მეწყვილე  ჰყავს:  2016  წელს  გამოვიდა  კლასიკური არომატის უფრო  ინტენსიური  ვერსია,  Boss  Bottled-ის  სუნამოს  წყალი  – Boss  Bottled  intense  Eau  de  parfum,  ხოლო  2017  წლის  მარტიდან  HUGO BOSS-მა კლასიკური  არომატის უფრო გრილი და მსუბუქი ვერსია  – Boss Bottled Tonic  შესთავაზა  მომხმარებელს.  Boss  Bootled, Boss  Bottled Tonic-თან  და  Boss  Bottled  intense  edp-თან  ერთად  ქმნის  Boss  Bottled-ის სუნამოების კოლექციის წამყვან სამეულს”, – აცხადებენ Voulez-Vous-ში.

მათივე ინფორმაციით, წელს,  2017  წლის  შემოდგომაზე,  Boss  Bootled-ის  ახალი  სახის და MAN OF  TODAY-ის  კამპანიის  ახალი  ეტაპის  აღსანიშნავად,    HUGO  BOSS მომხმარებელს ლიმიტირებულ გამოშვებას  – Boss Bottled Man Of Today Edition-ს სთავაზობს.  ამჯერად, BOSS BOTTLED Man of  today Edition-ის სახით  HUGO  BOSS  გთავაზობთ  ლეგენდარული  და  ყველასთვის საყვარელ  BOSS  BOTTLED-ის  არომატს  განსხვავებული  შეფუთვით, რომელიც  ერთჯერადად  გამოიცემა  და  შესაბამისად,  მისი  რაოდენობა შეზღუდულია.

BOSS BOTTLED  – წარმოდგენილია 30მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

BOSS  BOTTLED  MAN  OF  TODAY  EDITION    –  წარმოდგენილია  50  მლ  და  100  მლ  ფლაკონებში.

BOSS BOTTLED TONIC –  წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

BOSS  BOTTLED  INTENSE  EAU  DE  PARFUM  –  წარმოდგენილია  50  მლ  და  100  მლ ფლაკონებში.

https://www.youtube.com/watch?v=wuolDtCniKc

ინგრედიენტები

BOSS  BOTTLED  (ზედა  ნოტი:  ვაშლი,  გულის  ნოტები:  ნემსიწვერა,  დარიჩინი,  ქვედა  ნოტები:  ხის  ნოტები, ვანილი)

BOSS  BOTTLED MAN OF TODAY  EDITION    (BOSS  BOTTLED-ის ლეგენდარული  არომატი,  ამჯერად განსხვავებული შეფუთვით, რომელიც ერთჯერადად გამოიცემა და მისი რაოდენობა შეზღუდულია)

BOSS  BOTTLED  INTENSE  EAU  DE  PARFUM  (ზედა  ნოტი:  ვაშლი,  ფორთოხლის  ყვავილი,  გულის ნოტები: ნემსიწვერა, მიხაკი, დარიჩინი, ბაზა: ხის ნოტები)

BOSS  BOTTLED  TONIC  (ზედა  ნოტები:  ვაშლი,  გრეიფრუტი,  ფორთოხალი,  გულის ნოტები: ჯანჯაფილი, დარიჩინი, ქვედა ნოტი: ხის ნოტები)  .

ცნობისთვის, MAN OF  TODAY-ის  კამპანიით  ეს ლეგენდარული  არომატი  პირველად 2014 წელს წარსდგა მომხმარებლის წინაშე. ამ კამპანიით HUGO BOSS -მა სათავე  დაუდო  მსჯელობას, თუ  როგორი  უნდა  იყოს  ჩვენი  დროის წარმატებული  მამაკაცი  თანამედროვე  სამყაროში,  რამაც  ძალიან  დიდი გამოხმაურება  ჰპოვა  და  HUGO  BOSS-ის  ყველა  დროის  ყველაზე წარმატებულ კამპანიად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g