LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, არომატები არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს – ზვიად ციკოლია

299
ipiccy-image

ზვიად ციკოლია ახალ პროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი, 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს“, – ამბობს ზვიად ციკოლია.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა 2022 წელი სიახლით დაიწყო და საზოგადობას კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ ამცნო. დიზაინერი სუნამოს გამოშვებას გეგმავს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

,,ახალი წელი ახალი პროექტით. რადგან უკვე პროცესშია, შემიძლია გაგიზიაროთ” – ამბობს ზვიად ციკოლია. მის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

სუნამო ქვევრში – ზვიად ციკოლია ახალ პროექტზე მუშაობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები