LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუნამო ქვევრში – ზვიად ციკოლია ახალ პროექტზე მუშაობს

558
271391491-303437851743523-2711191330529728138-n

ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ 2022 წელი სიახლით დაიწყო და საზოგადობას კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ ამცნო. დიზაინერი სუნამოს გამოშვებას გეგმავს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

,,ახალი წელი ახალი პროექტით. რადგან უკვე პროცესშია, შემიძლია გაგიზიაროთ” – ამბობს ზვიად ციკოლია. მის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები ციკოლიას ეკითხებიან, თუ რისი სურნელი ექნება სუნამოს – ცნობილი დიზაინერი კი პასუხობს, რომ „თავისი“.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

ცნობისთვის, პანდემიის მიუხედავად, ზვიად ციკოლია აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და ახალი ნამუშევრების შექმნას. ამჟამად, ცნობილი დიზაინერი პერსონალური, ერთადგილიანი სასეირნო თვითმფრინავის შექმნაზეც მუშაობს. გარდა ამისა, ზვიად ციკოლია უახლოეს მომავალში წარმოების შვეიცარიიდან საქართველოში გადმოტანას და საწყის ეტაპზე, 70-80 ადამიანის დასაქმებას აპირებს.

ზვიად ციკოლიამ SEVEN ახალი ფერებით და შესაძლებლობებით წარადგინა – ღირებულება 1747 ლარიდან იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები