ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს ბაღი ტრადიციულად უკვე მეორედ მასპინძლობს. შოკოლადის ფესტივალზე დაგხვდებათ ელფი, ფიფქია, გრინჩი, რაც მთავარია, სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობაც აქვთ.
წარმოდგენილია, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი.
დამთვალიერებლებს დეგუსტაცია ორივე დღის განმავლობაში შეეძლებათ.
შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.