23-24 სექტემბერს, ბოტანიკურ ბაღში, ტრადიციული „პურის ფესტივალი’’ გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის გადაწყვეტილებით, რიგით მეოთხე ფესტივალი ბოტანკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გია გაბრიჭიძის ხსოვნას მიეძღვნება, რომელსაც აღნიშნული ფესტივალის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
დამთვალიერებელი ხორბლის ქართული ენდემური სახეობების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს, მას შესაძლებლობა ექნება დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასსაც და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
ფესტივალზე ქართულ ტრადიციულ თემატურ სამოსთან ერთად ღვინის კუთხეც იქნება წარმოდგენილი, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან და სხვადასხვა სახეობის ღვინოსაც დააგემოვნებენ.
ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე და ბენდი გააფორმებს