LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოთლები, ტკბილეული, ჩანთები: შავი ზღვის დაბინძურების დონე საგანგაშოა

2016
photo-verybig-27855

2018-2019 წლებში ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები საქართველოს, უკრაინის, რუსეთის სანაპიროებისა და ღია ზღვის ტერიტორიაზე, საგანგაშო შედეგს იძლევა. წყლის დაბინძურების თვალსაზრისით, შავი ზღვა ბევრად დაბინძურებული აღმოჩნდა, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა, რომელიც ამ უკანასკნელზე თითქმის 6-ჯერ პატარაა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურების კონცენტრაცია ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად მაღალია, რომ ტოქსიკურობის ზღვარს აჭარბებს. მაგალითისთვის, უკრაინის უდიდეს მდინარეებს შავ ზღვაში ერთ საათში 6-დან 50-მდე ერთეული ნაგავი ჩააქვთ.

                                                                                                                                                ეს ფოთის სანაპიროა

 

შავი ზღვის დამაბინძურებელთა 83%-ს ბოთლები, ტკბილეულის შესაფუთები და ჩანთები შეადგენს. შავი ზღვა არის ეკოლოგიური სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, ფოთში არ არის გამწმენდი ნაგებობა და მთელი ფეკალური მასები ჩაედინება შავ ზღვაში. საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გვხვდება შავი ზღვის აჭარის სანაპიროებზეც. შავი ზღვის დაბინძურების არანაკლებ საფრთხეს შეიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებარე საწარმოები და ამავე პრობლემას შეიძლება კიდევ დაემატოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ პერიოდში მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება.

   ეს ანაკლიის პორტის მშენებლობაა

 

შავი ზღვის ქვეყნებში უფრო მეტი არის ეკონომიკური პროექტები, ვიდრე ეკოლოგიური, რომლებიც უზრუნველყოფს შავ ზღვაში დაბინძურების შემცირებას. ანალოგიური ტიპის კვლევა 1997 წელსაც ჩატარდა და ჯერ კიდევ მაშინ შავი ზღვის ეკოლოგიურად დაბინძურების მაჩვენებელი მაღალი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g