LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდება, რომ ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი, ისეთივეა, როგორც ის, რომ ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“ – პარტიიდან გარიცხული ფარცვანია

71
Untitled design (2)

პარტია „საქართველოსთვის“ და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი დავით ფარცვანია, რომელიც, პარტიიდან გარიცხეს, ბრალდებებს პასუხობს.

„შემჩნეული იყო „ოცნებასა“ და სუსთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში“ – თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გახარიას პარტიიდან გარიცხეს

როგოც ფარცვანია აცხადებს, „ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ის, რომ გიორგი გახარია „კოკაინშიკია“:

„პარტია მე თვითონვე დავტოვე. ამის თაობაზე გუშინ ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?

მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ.

ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და საკუთარი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, ახალგაზრდა ადამიანის მიმართ მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით, ეს პარტია თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ. ეს განცხადება ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო…

ას მეერთედ იყო თუნდაც გიორგი გახარიასთან შეხვედრა იმაზე, რა პრობლემებიც იყო. კიდევ ერთხელ არ ვაპირებდი. სრული პროცედურის დაცვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შევხვდი“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ პარტიის  გადაწყვეტილებით, ფარცვანია, რომელიც შემჩნეული იყო „ოცნებასა“ და სუსთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, გარიცხულია პარტიის რიგებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g