LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარს დაეუფლნენ“ – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

133
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.

გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

GEO/ENG საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე ორი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს…

Posted by ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური on Wednesday 27 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g