LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბრაზიანი ჩიტები” და ღორები საერთო მტრის წინააღმდეგ – ანიმაციის მეორე ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

295
angry-birds-movie-2

ქსელში ,,ბრაზიანი ჩიტების” მეორე ნაწილის ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა.

სიუჟეტის მიხედვით, ანიმაციის სიქუელში ,,ბრაზიან ჩიტებს” ახალი თავგადასავალი ელით. გაირკვა, რომ მულტფილმის მთავარი გმირები და ღორები საერთო მტრის, გაყინულ კუნძულზე მცხოვრები იდუმალი იასამნისფერი ფრინველის, ზეტას წინააღმდეგ გაერთიანდებიან, რომელიც მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის.

ვიდეო თამაშზე დაფუძნებული მულტიპლიკაციის გაგრძელებაში პირველი ნაწილის მსგავსად ჯეისონ სუდეიკისის, ჯოშ გადის, დენი მაკბრაიდის, ბილ ჰეიდერისა და პიტერ დინკლეიჯის ხმები ისმის.

ამასთან, ერთ-ერთი პერსონაჟი ნიკი მინაჟმაც გაახმოვანა.

ნიკი მინაჟი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს გაახმოვანებს

შეგახსენებთ, რომ ,,ბრაზიანი ჩიტები 2” დიდ ეკრანებს 16 აგვისტოდან დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები