LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიის პატიმარი ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა

99

ბრაზილიის პატიმარი ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ბრაზილიის მშრომელთა პარტიამ ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელიც სასჯელს კორუფციის ბრალდებით იხდის, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.  ამის შესახებ BBC წერს.გადაწყვეტილება უმსხვილესმა პოლიტიკურმა ძალამ პარტიის ყრილობაზე მიიღო.

ლულა და სილვას თანაპარტიელებმა მისი კანდიდატურა უმაღლეს საარჩევნო სასამართლოში უნდა დაარეგისტრირონ. ამისთვის მათ ვადა 15 აგვისტომდე აქვთ.

გამოცემის ინფორმაციით, წინასწარ გამოკითხვებში ლულა ლიდერობს, თუმცა სავარაუდოა, რომ მას ციხის დატოვების უფლება არ მისცენ.

2017 წელს ლულა და სილვას კორუფციის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბრაზილიას სათავეში 2003-2011 წლებში ედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g