LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ზელენსკიმ 4 ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა

12690
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისა და თავგანწირული ქმედებებისთვის ქართველი მებრძოლები დააჯილდოვა.

ინფორმაციას ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოთხ დაჯილდოებულ ქართველს შორის არიან ცოლ-ქმარი – რუსკა ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი, რომლებიც უკვე 3 წელია უკრაინაში მსახურობენ:

“ძალიან, ძალიან მიხარია… დამსახურებული ჯილდოები!!!! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოებულია ოთხი ქართველი:

ივანეიშვილი რუსუდანი, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მეორე ხარისხი)

ბეგლარიშვილი გელა, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მეორე ხარისხი)

ღარიბაშვილი ანდრია, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მესამე ხარისხი)

გოგუა რუსლანი, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის (მესამე ხარისხი)”, – წერს ვანო ნადირაძე.

 

magti 5g