LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლის 37-ე დღე: როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

461
80471591-3271803166170438-7995676968395735040-n

ანიტა მკურნალობას ინდოეთში განაგრძობს. ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ,რომ ანიტა ამ დრომდე ინტენიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

ანიტას ახლობლები ელჩს არჩილ ძულიაშვილს გაწეული მხარდაჭრისთვის მადლობას უხდიან.

” ჩვენი გოგო ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. დღეს მას ჩაუტარდა კვლევები, რომლის თანახმადაც გულის განდევნის ფრაქცია 10-15%-ია.

ექიმების თქმით თირკმელების და ღვიძლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნორმის ფარგლებშია სისხლის და შარდის ანალიზებიც.

ორშაბათს ანიტას ჩაუტარდება MRT და რამოდენიმე კვლევა, რომლის საფუძველზეც დაისახება ზუსტი სამოქმედო გეგმა.

მინდა აღვნიშნო ჩვენი ელჩის არჩილ ძულიაშვილის თანადგომა – დღეს ის მთელი დღის განმავლობაში ანიტას მშობლებს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ეხმარება და თარჯიმნობას უწევს ინდოელ ექიმებთან კომუნიკაციისას.

ანიტას ოჯახისა და ახლობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდით მას” – წერია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g