ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის. დასავლური გამოცემების ცნობით, პიტი ახალ სასამართლო საქმეში ყოფილი მეუღლის, პირადი შეტყობინებების ნახვას ითხოვს.
61 წლის მსახიობის იურისტებმა სასამართლოს უკვე მიმართეს მოთხოვნით, რომ მათ მიეცეთ წვდომა ანჯელინას მიმოწერაზე Stoli Group-ის ტოპ-მენეჯერთან, ალექსეი ოლეინიკთან. სწორედ მასთან აწარმოებდა ჯოლი მოლაპარაკებებს „შატო მირაველში“ თავისი წილის გაყიდვის თაობაზე.
30 ივნისს მსახიობმა დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჯოლის პირადი შეტყობინებები კრიტიკულ მტკიცებულებად შეიძლება იქცეს ამ საქმეში.
ცნობისთვის, 2021 წელს ანჯელინა ჯოლიმ თავისი 64-მილიონი დოლარის ღირებულების წილი რუს ბიზნესმენს, იური შიფლერს მიჰყიდა.
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ
