როგორც ჩანს, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობაში სიწყნარე ისადგურებს. ცნობილი ხდება, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წყვილი პირველად შეხვდა ერთმანეთს და წყნარადაც ისაუბრა. შეხვედრის ინიციატორი პიტი იყო.
ინსაიდერის თქმით, მას ძალიან მოენატრა ბავშვები და როდესაც გაიგო, რომ ჯოლიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მისივე მტკიცებით, ამ შეხვედრამ ბრედზე ძალიან იმოქმედა და ის ყველანაირად ცდილობს უკეთესობისკენ შეიცვალოს და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.