LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის აზრით, ანჯელინას ფსიქიკასთან პრობლემები აქვს

54

ომი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის, შვილების მეურვეობის თაობაზე, არ ცხრება. ამ ორთაბრძოლის შესახებ კი, პერიოდულად სიახლეები ვრცელდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჭორს, ხშირაც – სინამდვილეს შეესაბამება. ცოტა ხნის წინ, ტაბლოიდებმა ჯოლის საიდუმლო დღიურის შესახებ დაწერეს, რომელშიც თითქოს ის ბრედის საწინააღმდეგო კომპრომატებს აგროვებს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ პიტმა ყოფილ მეუღლეს „არანორმალური“ უწოდა.

სწორედ ზემოთხსენებული დღიური აღმოჩნდა ბრედის მხრიდან ასეთი გამოთქმის საბაბი. მისი აზრით, ანჯელინას ფსიქიკასთან აქვს პრობლემები და რეალურად არანაირი დღიური არ არსებობს.

თუკი დადასტურდება, რომ ჯოლი მართლაც აშანტაჟებს მეუღლეს, შესაძლოა, მან მთლიანად დაკარგოს შვილებზე მეურვეობის უფლება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ განაჩენი ბრედის სასარგებლოდ გამოიტანა და მას შვილების ნახვის დრო გაუზარდა, ხოლო მობილურით დაკონტაქტების უფლება, ნებისმიერ დროსა და განუსაზღვრელი ვადით მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები