LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი წლის შემდეგ, ჯოლიმ და პიტმა განქორწინების საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს

41

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესი 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა შვილებზე მეურვეობის შესახებ შეთანხმებას მათ მხოლოდ ახლა მიაღწიეს. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მათ განქორწინების საკითხი მოაგვარეს. ინსაიდერის თანახმად, ჯოლი-პიტი ბავშვების მეურვეები თანაბარი უფლებებით გახდებიან. 2 წლის წინ, ანჯელინას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პიტისთვის მშობლის ყველანაირი უფლება ჩამოერთმია, თუმცა როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა.

„ბრედმა და ანჯელინამ გადაწყვიტეს, შვილების გამო მეგობრებული ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. ეს უდიდესი ნაბიჯია, რომელიც მათ შვილების გამო გადადგეს. უახლოეს მომავალში ისინი ხელს ყველა აუცილებელ დოკუმენტს მოაწერენ“, – ინსაიდერისვე მტკიცებით, მათი შესაძლო შერიგება გამორიცხულია და ეს აღარასოდეს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ოფიციალურად 2014 წელს იქორწინა, თუმცა მანამდე ისინი 12 წელი ცხოვრობდნენ ერთად და 6 შვილს ზრდიდნენ, რომელთაგან სამი ბიოლოგიური, ხოლო სამი – აყვანილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები