29 თებერვლის ღამეს ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია შედგა. ფოტორეპორტიორების წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ ქეით უინსლეტი, ლეონარდო დიკაპრიო, შარლიზ ტერონი, ჯანიფერ გარნერი, კეიტ ბლანშეტი და სხვა ვარსკვლავები.
იმის მიუხედავად, რომ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ „ოსკარზე“ არ მისულან ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. წყვილმა არ ჩათვალა საჭიროდ ცერემონიაზე მისვლა და ახლა მიზეზებზე მსოფლიოს მედიასაშუალებები მსჯელობენ. კულუარებში ამბობენ, რომ ბრედმა და ანჯელინამ ღონისძიებამდე იჩხუბეს, სხვა ინფორმაციის თანახმად კი წყვილს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე არმისვლის მიზეზს პიტი და ჯოლი, ან მათი წარმომადგენლები მედიისთვის განმარტავენ.