ბრედ პიტი ცოცხალი და ჯანმრთელია და თუ თქვენ გადახვალთ ბმულზე, რომლის სათაურიც მის გარდაცვალებას იუწყება, კომპიუტერს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით.
„ფეისბუქი“ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ჰაკერებმა შექმნეს ვირუსი, რომელიც ვითომდა FOX News-ის ინფორმაციით შენიღბეს, ბრედ პიტის გარდაცვალების შესახებ. თუ თქვენ გადახვალთ ბმულზე, ჰაკერები შეძლებენ თქვენი პაროლების მიღებას და ისინი გააკონტროლებენ თქვენს ანგარიშებს.
თუ თქვენ უკვე მოტყუვდით და ბმულზე გადახვედით, „ფეისბუქი“ გირჩევთ, სასწრაფოდ შეცვალოთ პაროლი.
წყარო TMZ