LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი საკუთარ ათეისტობაში მამას ადანაშაულებს

70

ბრედ პიტი ამბობს, რომ მისი ათეისტობის ერთ-ერთი მიზეზი მკაცრი ეკლესიური სწავლებებია, რომელიც მას დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებამდე ბევრ რამეს უკრძალავდა. მეორე მიზეზი კი მსახიობის მამაა.

ბრედი ამბობს, რომ მამამისს ხასიათის დადებითი მხარეებიც ჰქონდა, თუმცა მისი აღზრდის მეთოდები მაინც ძალიან სასტიკი იყო.

ახლა კი პიტინცდილობს, მამის შეცდომები საკუთარ შვილებთან არ გაიმეოროს.

„უფრო მკაცრი ვარ ბიჭებთან, გოგონები არაფერს აშავებენ, ამიტომ მათთან სიმკაცრე საჭირო არ არის. ვგრძნობ, რომ ჩემი მისიაა, ავუხსნა შვილებს, რა ხდება სამყაროში მათ გარშემო, დავეხმარო აირჩიონ, რისი კეთება სურთ ცხოვრებაში. ბავშვებს ვაძლევ რაც შეიძლება მეტ შესაძლებლობას,“ – ამბობს ბრედი.

ათეისტი ქმრისგან განსვხვავებით, ანჯელინა ჯოლის სწამს ღმერთის არსებობის და მიიჩნევს, რომ ის ადამიანებს ეხმარება, ამიტომ ცხოვრებაში საშიში არაფერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები