„დედპულის“ პროდიუსერები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულან, ვინ გაუწევს რაიან რეინოლდსს კომპანიონობას მომდევნო ნაწილში. ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ბრედ პიტი.
კეიბლის როლის შესაძლო შემსრულებელთა ვინაობა საკმაოდ ვრცელია და ესენი არიან: რასელ ქროუ, პირს ბროსნანი, სტივენ ლენგი, მაიკლ შენონი და სხვები. სტუდია 20th Century Fox ამ დროისთვის სიჩუმეს ინარჩუნებს.
უკვე ცნობილია დომინოს როლის შემსრულებლის ვინაობა და ის ნაკლებად ცნობილი დამწყები მსახიობი ზაზი ბიტცია, რომელიც სერიალ „ატლანტაში“ მონაწილეობს.
„დედპულის“ პრემიერა 2018 წელს იგეგმება.