გამოცემა Radaronline.com-ის ცნობით, ბრედ პიტი ცდილობს ანჯელინა ჯოლისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს. ამისთვის ვარსკვლავი უარს ამბობს ყველა ნივთზე, რაც სახლში მას ენჯის ახსენებს.
მსახიობის მეზობლების თქმით, ისინი მუდმივად ხედავენ, როგორ ყრის სანაგვეში პიტი ნივთებს, რომლებიც წლების წინ მის მეუღლეს ეკუთვნოდა, ხოლო მოზრდილ სათამაშოებს, ავეჯის დეტალებს, ფოტოებსა და ჩარჩოებს, სუვენირებს და ა.შ. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ყრიან.