ბრედ პიტის ახალმა რჩეულმა, 27 წლის გერმანელმა მოდელმა, ნიკოლ პოტურალსკიმ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. გოგონამ უქმეები სოფელში გაატარა. მოდელი შესანიშნავ ფორმაში იყო, მას გრძელი, ტყავის პალტო ეცვა, „ლუქს“ კი რეზინის ბოტები ასრულებდა.
„იდეალური კვირა დღე“, – ასე დაასათაურა ფოტო ნიკოლმა.
ფოტოების სერიამ გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა: „ფოტოები ბრედმა გადაგიღო?“, „ბრედ, შენც გამოჩნდი“, – წერენ კომენტარებში.
ცნობსთვის, პოტურალსკი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ცოტა ხნის წინ მოდელმა განაცხადა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია ის ნეგატიური კომენტარები, რომლებიც მისი და ბრედ პიტის ურთიერთობებს ეხება.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიწერენ ადამიანები სიძულვილის შემცველ კომენტარებს?!“ - ნიკოლ პოტურალსკი „ინსტაგრამზე“ ფოტოებს ავრცელებს
მოდელმა რამდენიმე ფოტო გაავრცელა, სადაც ის უცნაური დიზაინის „ტოპში“ პოზირებს