ჯენიფერ ენისტონი მის სახლში თავდამსხმელის შეჭრისა და ბრედ პიტის ღია მხარდაჭერის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის ბევერლი-ჰილსზე მარტო მისეირნობდა და აშკარად უგუნებოდ იყო. ამ დღეს 56 წლის მსახიობი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს ენისტონის სახლში უცნობი მამაკაცი შეიჭრა. იმ დროს, როდესაც სახლში ჯენიფერი იმყოფებოდა, თავდამსხმელმა ავტომობილით შეანგრია სახლის ჭიშკარი. დამნაშავე ლოს-ანჯელესის პოლიციამ ადგილზე დააკავა.
სწორედ ეს ინციდენტი გაიხსენა ბრედ პიტმა უახლეს ინტერვიუში. როგორც ირკვევა, ინციდენტის შემდეგ ენისტონი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბრედის მხარდაჭერამ მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა და რთული მდგომარეობიდან გამოიყვანა. ინსაიდერის ინფორმაციით, პიტმა პირადად შესთავაზა ენისტონს მის საცხოვრებელში გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ბრედმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა. ტაბლოიდები წერენ, რომ ენისტონსა და პიტს ამჟამად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარსულის უთანხმოებები დიდი ხანია უკან მოიტოვეს.
შეგახსენებთ, პიტი და ენისტონი 2000 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათი განქორწინების მიზეზი, პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა.


