ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო „ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან. ახალ ვიდეოზე ჩანს, როგორ პოზირებენ ვარსკვლავები Glambot-ის კამერასთან. ესა არის კამერა-აპლიკაცია, რომელიც სასწაულებს ახდენს და ერთი პატარა მოძრაობიდან კინო-კადრის შექმნა შეუძლია.
ამჯერად სოციალურ ქსელს ბრედ პიტის ვიდეო იპყრობს. ვიდეოზე ჩანს, როგორ ხვდება ბრედ პიტს Glambot-ის წარმომადგენელი და მას კამერის წინ მინიმალისტური მოძრაობების შესრულებას სთხოვს. ბრედ პიტის სექსუალური მოძრაობებიდან კი ნამდვილი კინო-კადრი გამოდის.
