ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გაყრის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სანამ მხარეები ბავშვებზე მეურვეობის აღებაზე მსჯელობენ, ჟურნალისტები ცდილობენ გაიგონ, რა გახდა მათი დაშორების მიზეზი.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავური ოჯახი მარიონ კოტიარის გამო დაინგრა, შემდეგ მედიამ დაწერა, რომ ანჯელინას ჰქონდა რომანი არაბ მილიარდერთან. ფაქტია, რომ ჯოლი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გაეყაროს ქმარს და მას ალკოჰოლიზმიც კი დააბრალა.
ამ სიტუაციაში ნათელი მხოლოდ ერთადერთია – ანჯელინამ უკვე საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენა ქმარს, რომ ურთიერთობას წერტილი დაესვას. ბრედი უკვე აღარ არის უარზე, საყვარელი ქალის გარეშე იცხოვროს. ამას გარდა, პიტმა ანჯელინას შემცვლელი უკვე უპოვა და როგორც ტაბლოიდების წყარო ამბობს, მსახიობი ახალ რჩეულთან ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს.
ვინ არის ბრედის ახალი რჩეული, ჯერ-ჯერობით, ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს.