LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა განქორწინების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

38

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მსახიობმა ჟურნალ People-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შვილებზე ზრუნვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ ახლა მთავარია, ჩვენი ექვსი შვილი იყოს კარგად. ვთხოვ მედიას, ამ რთულ პერიოდში მათ ნუ შეაწუხებენ,“ – განაცხადა პიტმა.

ანჯელინას ადვოკატმა წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია გუშინ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მსახიობმა განქორწინების შესახებ საბუთები ორშაბათს შეიტანა. რობერტ ოფერის თქმით, „გადაწყვეტილება ოჯახის სასიკეთოდ იქნა მიღებული.

„ანჯელინა კომენტარს არ გააკეთებს და ჟურნალისტებს თხოვს, ოჯახი არ შეაწუხონ,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, ანჯელინა მოითხოვს ბავშვებზე მატერიალურ მეურვეობას, ამასთან, საერთო იურიდიულ მეურვეობას შვილებზე მათ მამასთან ერთად, ბრედ პიტს ბავშვების მონახულება არ ეკრძალება. რაც შეეხება ქონებას, ანჯელინა ბრედისგან არ ითხოვს.

ჯოლი და პიტი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ერთად 2004 წლიდან იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g