LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა – ცნობილია მიზეზი

485
page

გასულ თვეს დასავლური მედია ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ფარულ ქორწინებაზე ალაპარაკდა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ინსაიდერის განცხადებამ ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა. როგორც ირკვევა, პიტმა საყვარელ ქალზე დაქორწინება გადაიფიქრა.

„ბრედი ინესზე ყურებამდეა შეყვარებული, ამიტომ მას არ სურს ყველაფერი ქორწინებით გააფუჭოს. ამიტომ, მან დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა. ბრედს იმდენად ცუდი გამოცდილება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ის შიშობს და არ სურს კიდევ ერთხელ გარისკოს, ის ანჯელინას მიერ ტრავმირებულია“, – აცხადებს წყარო.

„მათ ერთმანეთი საოცრად უყვართ. ბრედი ყველანაირად ცდილობ ინესი გააბედნიეროს და მისი სიყვარული შეინარჩუნოს. მათ ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ და თავს ერთად კომფორტულად გრძნობენ. ბრედს მოსწონს ის ფაქტი, რომ ინესი მსახიობი არ არის და ის მისგან განსხვავებული საქმიანობითაა დაკავებული“, – განუცხადა წყარომ გამოცემას გასულ თვეს.

ცნობისთვის, 61 წლის მსახიობი და 32 წლის იუველირი ერთად უკვე 3 წელზე მეტია არიან. მათ შორის 29 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

„ბრედს მოსწონს ის ფაქტი, რომ ინესი მსახიობი არ არის“ – 29 წლიანი სხვაობა და ჯანსაღი ურთიერთობა – წყვილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

ბრედ პიტი ინეს დე რამონზე ფარულად დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები