ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწინება ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა და პიტმა ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა. წყვილი ერთმანეთს 2005 წელს სწორედ ანჯელინას გამო დაშორდა.
როგორც გამოცემა Us Weekly წერს, ბრედმა ენისტონს 11 თებერვალს, დაბადების დღეზე 48 წლის იუბილე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიულოცა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ჯენიფერის ამჟამინდელი მეუღლე, ჯასტინ ტერუ მათი მიმოწერის წინააღმდეგი არ არის, რადგან თვლის, რომ ისინი მეგობრობის საზღვრებს არ გასცდებიან.