LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი მალიბუში რომანტიკული ვახშმის შემდეგ გადაიღეს

179

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წყვილი – 32 წლის ირინა შეიკი და 43 წლის ბრედლი კუპერი, სურვილის მიუხედავად პაპარაცებისგან დამალვას მაინც ვერ ახერხებენ. ამჯერად ფოტოგრაფებმა წყვილი მალიბუზე დააფიქსირეს. ისინი საყვარელი რესტორნიდან გამოდიოდნენ, სადაც რომანტიკული ვახშამი მოიწყვეს.

კუპერი და შეიკი ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და კამერებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, წყვილი მაინც ახერხებს ერთმანეთისთვის დროის გამონახვას. ცოტა ხნის წინ მათ მინი-შვებულებაც აიღეს და ტროპიკულ კუნძულზე განმარტოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები