კანადელმა მსახიობმა, სეტაფნი ბირდმა ინსტაგრამზე ფოტო გააზიარა, რომელიც კალიფორნიის ქალაქ ინდიოშია გადაღებული. ცხელი კლიმატისა და ლანდშაფტის გამო ამ ქალაქს უდაბნოსაც ეძახიან. სინტერესო კი ისაა, რომ სწორად ამ ქალაქში გაატარეს შაბათ-კვირა ბრედლი კუპერმა, ირინა შეიკმა, ვუდი ჰარელსონმა და ემა სთოუნმა.
ფოტოებზე მეგობრები სპორტულ ფორმაში არიან აღბეჭდილი. მათგან მხოლოდ ირინა შეიკია გამორჩეული, რომელიც ფოტოზე გრძელ კაბაში პოზირებს. უნდა ითქვას, რომ შეიკის თაყვანისმცემლებისთვის მოდელის ამ ფორმაში ხილვა ასევე დიდი იშვიათობაა. როგორც წესი, შეიკი ძირითადად გულახდილ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
