LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედს მოსწონს ის ფაქტი, რომ ინესი მსახიობი არ არის“ – 29 წლიანი სხვაობა და ჯანსაღი ურთიერთობა – წყვილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

313
page

რამდენიმე კვირის წინ, დასავლური მედია ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ფარულ დაქორწინებაზე ალაპარაკდა. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი რომ პიტი ახალ ზელანდიაში, ახალი ფილმის გადაღებებზე იმყოფება, ინესი კი დროს აშშ-ში ატარებს.

ბრედ პიტი ინეს დე რამონზე ფარულად დაქორწინდა

ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

„მათ ერთმანეთი საოცრად უყვართ. ბრედი ყველანაირად ცდილობ ინესი გააბედნიეროს და მისი სიყვარული შეინარჩუნოს. მათ ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ და თავს ერთად კომფორტულად გრძნობენ. ბრედს მოსწონს ის ფაქტი, რომ ინესი მსახიობი არ არის და ის მისგან განსხვავებული საქმიანობითაა დაკავებული“, – განუცხადა წყარომ გამოცემას.

ცნობისთვის, 61 წლის მსახიობი და 32 წლის იუველირი ერთად უკვე 3 წელზე მეტია არიან. მათ შორის 29 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ინეს დე რამონს ბრედ პიტზე დაქორწინება სურს – ინსაიდერმა გამოცემას 31 წლის ინესის „მზაკვრული“ გეგმები გაანდო

„როდესაც განქორწინების პროცესი, ქორწინებაზე ხანგრძლივი გამოდგა“ – „ბრანჯელინამ“ 8 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები