LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინეს დე რამონს ბრედ პიტზე დაქორწინება სურს – ინსაიდერმა გამოცემას 31 წლის ინესის „მზაკვრული“ გეგმები გაანდო

352
page

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბრედ პიტი ახალ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად ბევრჯერ გამოჩნდა. თავდაპირველად წყვილი „ვენეციის კინოფესტივალზე“ მივიდა ერთად. შემდეგ იყო მათი პაემნები და ხელიხელჩაკიდებული სეირნობა.

„პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის“ ახალი რომანის შესახებ წყარომ გამოცემასთან ისაუბრა და საზოგადოებას ინეს დე რამონის მიზნებიც გააცნო. როგორც ირკვევა, 31 წლის იუველირი ბრედ პიტზე დაქორწინებას გეგმავს.

„ინესს ბრედი უყვარს და მასზე დაქორწინება სურს, ამიტომ ის ძალიან ფრთხილად და წინდახედულად იქცევა. მან თავის მეგობრებს, ნათესავებსა და გარემოცვას პიტთან რომანის დეტალების გასაჯაროება აუკრძალა. მას სურს ბრედის 100 პროცენტიანი ნდობის მოპოვება. ბრედს სულ ეშინოდა, რომ მას ქალები პოპულარობისა და სახელის მოსახვეჭად იყენებდნენ, ამიტომ ის მუდამ ფრთხილობდა. თუმცა, ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარადაა. ბრედი ინესს ბოლომდე ენდობა“, – აცხადებს ინსაიდერი.

თვალსა და ხელს შუა დამშვენებული ინეს დე რამონი ბრედ პიტს გვერდიდან არ შორდება

მკერდმოღეღილი „სტილის ხელმწიფე“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი წვეულებაზე მიმავალი გადაიღეს

ფანები ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტის ახალი რჩეული, მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს ჰბაძავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები