LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედთან დაშორების შემდეგ, უმნიშვნელო გავხდი, დავპატარავდი – ანჯელინა ჯოლის ემოციური ინტერვიუ

3245
sub-buzz-1049-1570376947-3

2016 წელს ყველაზე ლამაზი ვარსკვლავური წყვილის განქორწინებამ მსოფლიო დაშოკა.

ახლა კი არანაკლებ შოკისმომგვრელია ახალი ინტერვიუ ანჯელინა ჯოლისთან, რომელიც “მადამ ფიგაროში” გამოქვეყნდა.

ინტერვიუში ის განქორწინების შემდეგ განცდილ გრძნობებზე ღიად საუბრობს:

“ბედისწერის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ახლა გარდამავალ ეტაპზე ვარ, საკუთარ თავს ვუბრუნდები. აქამდე დაკარგული ვიყავი.

მაშინ დავიკარგე, როცა ბრედთან ურთიერთობას ვამთავრებდი. შემდეგ განვქორწინდით. ეს რთული იყო. ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი, დავპატარავდი, უმნიშვნელო და შეუმჩნეველი გავხდი.

ძალიან დამწუხრებული ვიყავი, მტკიოდა. თავის მხრივ, საინტერესო იყო თავმდაბლობისა და უმნიშვნელობის შეგრძნება.

ეს არის გამოცდა იყო, რომელიც ჩემს შვილებთან ჩავაბარე: განახლების იდეა, ყველაფრის მიუხედავად სიხარულის შეგრძნება. მე სიხარულის დაბრუნება და თავიდან აღმოჩენა მომიწია.

ბრედ პიტმაც ბოლო ინტერვიუში საკმაოდ მტკივნეულად ისაუბრა განქორწინებაზე. მსახიობმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა წყენას ჯოლისთან ერთად უკან მოიტოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g