LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა

160
Untitled design (10)

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება.

როგორც რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, „მოსაზრებები, რომ თითქოს საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ, სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდებაა“.

ვიდეო: “თუ გულწრფელად იყავი გირგვლიანის წამების წინააღმდეგი, როგორ შეიძლება იმის მომხრე იყო, რომ სააკაშვილს იმავეს უკეთებდნენ” – მარგველაშვილი

„ბატონი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს “მოსაზრება” არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება.

ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას, ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფვის.

ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო.
სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, – წერს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში.

მარგველაშვილი: ქართული სახელმწიფოს მიერ სააკაშვილის წამება რუსეთის ერთადერთი წარმატებაა, რომელიც მას ბოლო პერიოდში აქვს

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას” – მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g