მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჩვენს პრეზიდენტს წამებით ვკლავთ“.
როგორც მარგველაშვილი აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის ერთადერთი გამარჯვება სწორედ სააკაშვილის წამებაა ქართული სახელმწიფოს მიერ:
„აგრესიულ და დამპყრობელ რუსულ სახელმწიფოს ერთადერთი გამარჯვება, მსოფლიოს მასშტაბით, იმ ფონზე, რომ ისინი უკრაინაში სრულიად მარცხდებიან, აქვს საქართველო და სააკაშვილის წამება ქართული სახელმწიფოს მიერ.
ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის სურვილი, არამედ, სამწუხაროდ, ეს არის რუსეთის ერთადერთი წარმატება, რომელიც მათ აქვთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ჩვენ ჩვენს პრეზიდენტს წამებით ვკლავთ.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ის ბიოგრაფია გვაქვს, როდესაც საქართველოში ზვიად გამსახურდია ძალადობრივად იქნა მოკვდინებული. თუნდაც შევარდნაძის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში მუდმივი განკიცხვის ობიექტი იყო. აი ახლა, პირდაპირ ეთერში რომ აწამებენ ქვეყნის ორჯერ პრეზიდენტს და ორჯერ მთავარსარდალს, მე არ ვიცი რანაირად გავიმართლებთ ამაზე თავს, ვინმეს წინაშე კი არა, საკუთარი თავის წინაშე.
რატომ ვაკეთებთ ასე? მერე რას შევაჯამებთ? მარტივად, ასე, არა პოლიტიკურად, არა ექსპერტულად, არამედ ჩვენთანვე სახლში, ჩვენი ოჯახის წევრებთან, ოჯახის ირგვლივ, სადილთან, რას ვეტყვით ერთმანეთს? ვინ ვართ? რატომ ვკლავთ იმათ, ვისაც ვირჩევთ?“ – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება