მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში…ძალიან გთხოვთ, დაიცავით მისი სიცოცხლე, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ის რაც დღეს სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა.
“მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალება, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა.
ეს საქართველოს არ შველის. ეს უნდა შეჩერდეს. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!”,- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი