LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: „მეგობარზე რას დავწერ და როგორ დავწერ, ჩემი გადასაწყვეტია.. მზადყოფნაში ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ“

118
ing (2)

„პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე. ასევე, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოზიციაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „მთელი გუნდი მზადყოფნაშია, რომ ორივე მათგანს მაქსიმალურად გვერდით დაუდგეს“.

ირაკლი კობახიძე: მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

„ორივე პოზიცია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის არის და შესაბამისად, მათ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვართ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი გუნდი არის სრულ მზადყოფნაში, სადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იქ ვიმუშაოთ“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ის ირაკლი ღარიბაშვილის მადლობას უხდიდა და თქვა, რომ „მეგობარზე რას დაწერს და როგორ დაწერს, მისი გადასაწყვეტია“.

„სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.. მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!“ – რატი ბრეგაძე

„პირველ რიგში, ჩვენ, ყველა ვართ ადამიანები, მე ძალიან ვაფასებ მეგობრობას, ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ჩემი მეგობარი დასაქმებული და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის, რაზეც ასე ვრცლად ვისაუბრე.

ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი. შესაბამისად, მე მეგობარზე რას დავწერ და როგორ დავწერ, ნება მიბოძეთ და ეს არის ჩემი გადასაწყვეტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები