ბრენდი ”ბეღურა” მომხმარებელს ნაქსოვ სამოსს სთავაზობს. როგორც დიზაინერმა გვანცა გიგნაძემ ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას განმარტა, მასალად ხარისხიან ძაფებს იყენებს, გაფორმება კი შუშის თვლებით ხდება.
მისივე ინფომაციით, ტანსაცმლის შეძენა კლინტებს 100-დან 200 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში სხვადასხვა აქსესუარების შექმნასაც გეგმავს. გარდა ამისა, ახლო მომავალში საბავშვო ხაზსაც გამოუშვებს.
”ახალი დაწყებული მაქვს ეს საქმიანობა. დიზაინერობა ჩემი ჰობი არ არის, ჩემი პროფესიაა, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი ხარისხია”, – განაცხადა გიგნაძემ.
დიზაინერ გვანცა გიგნაძის პროდუქციის ნახვა facebook-ის გვერდის საშუელებითაა შესაძლებელი. https://www.facebook.com/begghura/timeline )
ამასთან, მომხმარებელს გაგნიძის სამოსის შეძენა ბარნოვის 45 ნომერში მდებარე მაღაზიაში CO.MODE+ შეუძლია.