LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდული სამოსი და საინტერესო აქცია მაღაზიაში “1818”

245

მაღაზია “1818” მომხმრებელს მამაკაცების ბრენდულ სამოსს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის დამფუძნებელმა გუგა ახალაძემ აღნიშნა, “1818”-ში ამ ეტაპზე გარკვეულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთგული მომხმარებლისთვის არსებობს ბარათი, რომლის მფლობელებიც სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ახალაძის ინფორმაციით, მათი მთავარი ბრენდი Brooks Brother-ია, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში მხოლოდ “1818”-ია. გარდა ამისა, მაღაზიაში მომხმარებელს შსაძლებლობა აქვს, იხილოს ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Pal Zileri, Versace, Paul Smith, Valentino, Ralph Lauren და ა.შ.

როგორც “1818”-ის დამფუძნებელმა განმარტა, კლიენტებს მაისურების შეძენა 100 ლარად, პოლოების 160-200 ლარად, ხოლო პერანგების 200-400 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. ამასთან, მსურველებს შარვლებს 200-250, ხოლო კოსტუმებს 1800 ლარად სთავაზობენ.

”1818″ წელს ჰენრი ბრუკმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გახსნა ტანსაცმლის მაღაზია, რომლის მიზანი იყო შეეკერა მაღალი ხარისხის მასალისგან საუკეთესო ტანისამოსი. იმ წლიდან Brooks Brothers აღიარებულია ჭეშმარიტ ამერიკულ TREND-ად. Brooks Brothers-ის მომხმარებლები არიან ამერიკის პრეზიდენტები, ბიზნესის, სპორტისა და ხელოვნების ლეგენდარული წარმომადგენლები”, – განაცხადა ახალაძემ.

მაღაზია “1818” თბილისში, აბაშიძის 61 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 12:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები