LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრექსითის მოლაპარაკებები კარგად არ დაიწყო“ – სერ სიმონ ფრეიზერი

76

„ბრექსითის“ ბიზნესმრჩეველი, სერ სიმონ ფრეიზერი, რომელიც 2015 წლამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მაღალჩინოსანი იყო, აცხადებს, რომ „ბრექსითის მოლაპარაკებები კარგად არ დაწყებულა“.

ის აცხადებს, რომ ბრიუსელში, ფორმალურ  მოლაპარაკებებზე ბრიტანული მხარე “ცოტა გაბრაზებული“ ჩანდა და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დიდმა ბრიტანეთმა მკაფიო პოზიცია არ გამოხატა.

BBC-ის რადიოსთან საუბრისას სერ სიმონმა ფრეიზერმა აღნიშნა, რომ შიშობს, მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა ერთიანი ფრონტით ბრძოლას ხელს შეუშლის.

მოლაპარაკებების ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. როგორც ვიცით, კაბინეტში ბრექსიტის  შესახებ არსებობს განსხვავებები და მე ვშიშობ, რომ ისინი ამას დაპირებისამებრ ვერ განახორციელებენ… სანამ ეს განსხვავებები არსებობს, ვფიქრობ, ძალიან რთულია, ნათელი პოზიციის ქონა,“ – აღნიშნა სერ სიმონმა ფრეიზერმა.

მანვე მოუწოდა მთავრობას, გამოაქვეყნონ მოსაზრებები და დეტალები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამომავლო საბაჟო შეთანხმებები და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარი.

გასულ თვეში ბრექსითის კომისიის მდივნის, დევიდ დევისის, შეფასებით, ის იყო დარწმუნებული, რომ მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელს შესაძლოა სავაჭრო მოლაპარაკებები შეეწყვიტა.

Telegraph-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მომლაპარაკებლები მზად არიან, ევროკავშირიდან 36 მილიარდი ფუნტი გადაიხადონ ე.წ. ბრექსიტის კანონპროექტზე.  მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ასეთი შეთანხმება არ მიღწეულა.

კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, პიტერ ბოუნის, განცხადებით, დიდი ბრიტანეთისთვის სრულიად უცნაური იქნება ევროკავშირს ასეთი ოდენობის თანხა გადაუხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g