LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

393
ბრიჯიტ ბარდო

ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ფრანგული მედიასაშუალებები მსახიობ ბრიჯიტ ბარდოს ოჯახზე დაყრდნობით წერენ.

ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა.

ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა… შექმნა ქალი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა: „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.

ცნობისათვის, მსახიობი ოქტომბრის თვეში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ გაზეთი გაზეთი Nice Matin წერდა.

ფრანგული კინოს ლეგენდა, 91 წლის ბრიჯიტ ბარდო საავადმყოფოში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g