ლონდონში აქტიურად მიმდინარეობს პოპულარული ფილმის მესამე ნაწილის გადაღებები. „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ გადასაღებ მოედანზე ამჯერად რენე ზელვეგერი ახალშობილთან ერთად შენიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის მთავარ გმირს შვილი შეეძინა. ბოლო კადრებიდან ზელვეგერის გმირი ორსულად იყო, ამჯერად კი ის პატარასთან ერთადაა გადაღებული. პაპარაცებმა მსახიობი კოლინ ფერტიც დააფიქსირეს, რომლის გმირიც შესაძლოა ჯონსის შვილის მამაა. ფილმის მესამე ნაწილში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობს 40 წლის მომხიბვლელი ჟურნალისტი შვილის გაჩენას.
ჰელენ ფილდინგის ამავე სახელწოდების რომანი კი 51 წლის ბრიჯიტ ჯონსზე გვიყვება, რომელსაც უკვე ორი შვილი ჰყავს. მესამე ნაწილის შესაქმნელად სცენარისტებმა მწერლის ჩანახატები და სტატიები გამოიყენეს, რომლებიც რვა წლის წინაა დაწერილი.