თინა კანდელაკი ინსტაგრამზე რამზან კადიროვთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი და კადიროვის დიალოგი ისმის.
„რამზან ახმადოვიჩ, რატომ არ ხართ ინსტაგრამზე?“, – ეკითხება თინა. კადიროვი ამბობს, რომ ის ამერიკელებს არ უყვართ და ამის გამო დაბლოკეს. აქვე კადიროვი ამერიკას ემუქრება და ამბობს, რომ მალე ჩავა სამაგიეროს გადასახდელად.
მოგვიანებით კანდელაკი კადიროვს ინგლისურს ასწავლის. „დამიბრუნე ჩემი ინსტაგრამი უკან“ – კანდელაკის კვალდაკვალ იმეორებს კადიროვი და თან კითხულობს, რას ნიშნავს ეს ფრაზა.