იტალიური ბრენდი „ბრიონი“ ლეგენდარული ბრედ პიტის მონაწილეობით სარეკლამო კამპანიის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოები „ინსტაგრამზე“ გავრცელდა და ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს. ახალ ფოტოებზე „შემოდგომის ლეგენდის“ ვარსკვლავი ღია ფერის პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი. ხოლო მეორე ფოტოზე ის აპარტამენტის აივანზე, ნაქსოვ სვიტერში გამოწყობილი პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ 57 წლის პიტი „ბრიონის“ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის სახე და ბრენდის ამბასადორია.