წლევანდელი BRIT Awards-ის ერთ-ერთ დასახმახსოვრებელ მუსიკალურ ნომრად, ოზი ოსბორნის ტრიბიუტი იქცა.
საკულტო როკ მუსიკოსის ხსოვნისა და შემოქმედების პატივსაცემად, დაჯილდოების სცენაზე რობი უილიამსი, ბენდის – Metallica ბასისტი – რობერტ თრუჰიო და ,,ბნელეთის პრინცის” ჯგუფის წევრები: კლავიშისტი – ადამ უეიკმენი, დრამერი – ტომი კლუფეტოსი და გიტარისტი – ზაკ უაილდი წარდგნენ.
კვინტეტმა ოსბორნის სოლო შემოქმედებიდან, 1991 წლის სიმღერის – No More Tears პერფორმანსი გამართა.
საღამოზე, Black Sabbath-ის დამფუძნებელსა და ფრონტმენს, ასევე ,,ბრიტანული მძიმე მეტალიას ნათლიად” აღიარებულ შემსრულებლს, როკ მუსიკისა და მეტალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი გლობალური გავლენის აღსანიშნად, ,,ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის” მიენიჭა. პრემიის მისაღებად შოუზე, ოსბორნის მეუღლე, შერონი და ქალიშვილი, კელი გამოჩდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოზი ოსბორნი 22 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.